დავიდ დე ხეას წლიურ გასამრჯელოდ 20.4 მილიონი ეცოტავა

AutoSharing Option
Evening Standard-ის ცნობით, "მანჩესტერმა" ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. "მანიუ" მას წლიურ გასამრჯელოდ 20.4 მილიონ ევროს დაპირდა.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლკიპერი გახდებოდა, მაგრამ უარი თქვა, რადგან შეთავაზებული ხელფასი ეცოტავა.

დავიდი "იუნაიტედში" 2011 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 27 მატჩში 35 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული