იურგენ კლოპი იხტიბარს არ იტეხს - ვის რად უნდა მარტის დასაწყისში პირველი ადგილი?

AutoSharing Option
პრემიერლიგის 29-ე ტურში "ლივერპული" "ევერტონთან" უგოლო ფრეს დასჯერდა, მისმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კი ნამატჩევს შემდეგი განაცხადა.

"ყველაფერი ნორმალურადაა. სხვადასხვა მიზეზთა გამო რთული მატჩი იყო. ქარი ყველა მხრიდან ქროდა და ყველას ხელს უშლიდა. თამაშის კონტროლი ჭირდა. 3-4 ნაღდი მომენტი გვქონდა, მეტოქეს კი - არც ერთი.

სალაჰი ბოლო მომენტამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა. გენიალური შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ორმაგად მოტივირებულ მეტოქესთან ქულა ავიღეთ. რაც არის, ეგ არის.

ჩემი მეუღლე სტადიონზე არ იმყოფებოდა, ასე რომ, ჩემი გული გულშემატკივრებთან იყო. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს
მათთვის.

მანემ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ფირმინო კარგად გამოიყურებოდა, სალაჰმა მომენტები უკეთ უნდა გამოიყენოს.

"მანჩესტერ სიტიმ" 1 ქულით გაგვასწრო. ეს არც ისე ბევრია. ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს. აბსოლუტურად მაწყობს "სიტის" მდევრის როლში ყოფნა. ვის რად უნდა მარტის დასაწყისში პირველი ადგილი?

გუშინ მათ თამაშს ვუყურე. 900 მომენტიდან 1 გოლი გაიტანეს და ისიც სხვისი ფეხით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული