იურგენ კლოპი: სალაჰმა მანესგან უნდა აიღოს მაგალითი

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელს მოჰამედ სალაჰს ბოლო 7 მატჩში არ გაუტანია გოლი და გუნდის მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ სადიო მანესგან უნდა აიღოს მაგალითი.

ასეთი "მშრალი სერია" ეგვიპტელს უკანასკნელად 2015/2016 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც "რომაში" ასპარეზობდა.

"მანე ადრე დაახლოებით ისევე თამაშობდა, როგორც ახლა. თუმცა, ახლა უფრო სწორად არჩევს პოზიციას, მუდამ იქ აღმოჩნდება, სადაც ბურთი მიდის. შესანიშნავ ფორმაშია. ამის მისაღწევად ბევრი იშრომა.

სწორედ ეს სჭირდება სალაჰს: ივარჯიშოს და ისევ დაიწყოს გოლების გატანა. მას ცოტა არც უმართლებს, მანეს კი - პირიქით. ამ გამართლებისათვის სადიო
ბევრს შრომობდა", - ციტირებს კლოპს კლუბის საიტი.