ფილიპე კოუტინიოს შეძენა 3 ტოპ-კლუბს სურს

AutoSharing Option
ზაფხულში "ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

26 წლის ბრაზილიელის გარემოცვის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ პსჟ-ის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენლები.

Sport.es-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას კოუტინიოს შეძენა მისმა თანამემამულემ, ნეიმარმა სთხოვა.

"ჩელსი" კოუტინიოში ედენ აზარის სავარაუდო შემცვლელს ხედავს იმ შემთხვევისთვის, თუ ბელგიელი შემტევი ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავა.

რაც შეეხება "იუნაიტედს", კოუტინიოს მიმართ ინტერესს ისინიც იჩენენ, თუმცა პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზანს ბრაზილიელი არ წარმოადგენს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
კოუ არ წახვიდე!!!!! ბარსას ფანი.
????
02 აპრილი 2019 10:52
0
არა ძმა, არ ვაპირებ წასვლას უბრალოდ ამათმა ხელფასი რო მომიმატონ იმიტო გავაბაზრე ეს ამბავი
კოუ
05 აპრილი 2019 10:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული