პოლ ინსი: სოლსკიაერის "მანჩესტერში" თაფლობის თვე დასრულდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ ინსმა თქვა, რომ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს გუნდში თაფლობის თვე დაუსრულდა.

"მანჩესტერში" სოლსკიაერის თაფლობის თვე დასრულდა. ეს აშკარაა. მას კონტრაქტი გაუფორმეს, სრულფასოვან მწვრთნელზე კი გაცილებით დიდ ზეწოლას ახორციელებენ, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელზე. სოლსკიაერმა იცის, რომ ახლა ყოველი წაგების შემდეგ კრიტიკა არ ასცდება.

რა თქმა უნდა, ზეწოლა გაიზრდება. ბევრი მუშაობა სჭირდება. ყოველ გუნდს აქვს ჩავარდნა და ახლა სწორედ ასეთი პერიოდი დაუდგა - "ბარსელონასთან" და "ვესტ ჰემთან" მატჩები ელის", - ციტირებს ინსს Paddy Power-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
,,სოლშარ"!
Homeros
06:54 05-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული