"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" ნახევარმცველში 50 მილიონს იხდის

AutoSharing Option
Irish Independent-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, "ვესტ ჰემის" ნახევარმცველ დიქლენ რაისში 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

დიქლენ რაისმა, რომელიც 20 წლისაა, უკვე მოასწრო პრემიერლიგაში 56 მატჩის ჩატარება.

როგორც ამბობენ, ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ შედგენილ სატრანსფერო სიაში დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევ ჯეიდონ სანჩოსთან ერთად პრიორიტეტული ფეხბურთელი დიქლენ რაისია. მას ნემანია მატიჩის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ დიქლენ რაისს ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. ასევე გამოდიოდა 21-წლამდელთა ნაკრებში ირლანდიის სახელით, თუმცა საბოლოო არჩევანი ინგლისის ეროვნულ გუნდზე გააკეთა და მარტში დებიუტიც
ჰქონდა ერთა ლიგაზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული