"ჩელსიმ" აზარის შემცვლელი აზარის ყოფილ კლუბში იპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ზაფხულში "ჩელსის" ედენ აზარი დატოვებს და მადრიდის "რეალში" გადავა. "ჩელსი" აქიდანვე შეუდგა ბელგიელის შემცვლელის ძებნას და შორს არ წასულა, ისევ აზარის ყოფილ კლუბ "ლილს" დაუკავშირდა. საქმე ეხება "ლილის" კოტდივუარელ შემტევ ნიკოლას პეპეს.

პეპე 23 წლისაა და "ლილში" 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ლიგა 1 -ში ჩატარებულ 32 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიკოლას პეპეს მომენტები

მისი დიდი დამსახურებაა, რომ "ლილი" საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩება.

ნიკოლას პეპე კოტ
დ'იუვარის ნაკრებშიც გამოდის 2016 წლიდან და 10 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

როგორც გამოცემა mirror-ი იუწყება, ლონდონელები პეპეში 70 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ, თუმცა მათ ერთი პრობლემა აქვთ: ჩელსის" ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს, თუმცა საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და ეს ტრანსფერიც იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "ჩელსი" ამ დავაში გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი "ჩელსიმ" "ლილიდან" 2012 წელს იყიდა 32 მილიონ გირვანქა სტერლინგად და დიდი ალბათობით, გაცილებით ძვირად მიჰყიდის მადრიდის "რეალს".

altედენ აზარი: ზინედინ ზიდანის "რეალში" დაბრუნებამ ძალიან გამახარა

ასევე დაგაინტერესებთ