"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი TIME-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია.
მან ამერიკულ გამოცემასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქალთა უფლებებზეც.
მან ამერიკულ გამოცემასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქალთა უფლებებზეც.
"ვფიქრობ, ჩვენს კულტურაში ქალის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ქალებს მეტად ვუჭერ მხარს, რადგან ვხვდები, რომ ისინი იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე იღებენ.
პირველი ეგვიპტელი ვარ, ვინც ამდენს მიაღწია. ამით ვამაყობ. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ, გარეთ გასვლა არ მიყვარს", - ამბობს სალაჰი.
ეგვიპტელი თავდამსხმელის ანგარიშზე 34 მატჩში 19 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
ისლამური რელიგიის მიხედვით, კაცისა და ქალის
უფლებები და ვალდებულებები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავება ეხება დაქორწინებას, გაყრას, იურიდიულ სტატუსს, ტანსაცმელს, განათლებას და კიდევ ბევრ საკითხს.