"მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 18 წლის ფილიპ ფოდენის გოლით მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" საკუთარ სტადიონზე 1:0 სძლია.

გოლი დებიუტში 18 წლის ნახევარმცველმა ფილიპ ფოდენმა სერხიო აგუეროს პასით გაიტანა. ფოდენმა ინგლისის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.

ეს გუნდები 17 აპრილს ამავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში შეხვდნენ, "სიტიმ" 4:3 მოიგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ამჯერადაც მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და 85 ქულით გალიდერდა. მეორეადგილოსანი "ლივერპული" 21 აპრილს სტუმრად "კარდიფს" შეხვდება და თუ მოუგო, ლიდერობას დაიბრუნებს. თუმცა, "სიტის" 1 მატჩით ნაკლები
ექნება ჩატარებული.

"სიტიმ" ამ სეზონში სახლში 25 გამარჯვება იზეიმა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

38-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ქალაქელების" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ და ფერნანდინიომ შეცვალა.

"სიტიმ" პრემიერლიგაზე აგერ უკვე 10 ტურია დაუმარცხებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული