ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ნახევარ გუნდს გაყიდის

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ნახევარ გუნდს გაყიდის.

"არსენალის" ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად მთელი რიგი ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

"მეთოფეების" რიგებს ჰენრიხ მხითარიანი, შკოდრან მუსტაფი, მესუთ იოზილი, კალუმ ჩემბერსი, კარლ ჯენკინსონი, დავიდ ოსპინა და მოჰამედ ელ ნენი დატოვებენ.

ამ მოთამაშეთა გაყიდვიდან შემოსული თანხა და კიდევ 45 მილიონი ფუნტი გუნდის მენეჯერს, უნაი ემერის ახალი ფეხბურთელების შესაძენად გადაეცემა.

ადრე გვაუწყეს, რომ ლონდონური კლუბი 22 მილიონად "ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველის, კერემ დემირბაის შეძენას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული