პეპ გვარდიოლა: ბევრი "ლივერპულის" გაპირველებას ელოდა - ისინი მეცოდებიან

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში "ლესტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

"ეს დიადი გოლია, უეჭველია. მეტოქისგან დაცვაში ასე ღრმად ჩადგომას არ ველოდი. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე კი - შესანიშნავად. ვიცოდით, რისთვისაც ვიბრძოდით.

ზოგიერთი ადამიანი მეცოდება, მაგრამ პირველ ადგილზე ვართ.

კომპანი "სიტიში" 10 წელზე მეტია და ახალი გუნდი ჯო ჰარტთან და პაბლო საბალეტასთან ერთად შექმნა. მას თავის წარმოჩენა გადამწყვეტ მომენტში შეუძლია. როდესაც ფორმაშია, ჩინებული ფეხბურთელია.

ერთი მატჩი დაგვრჩა და ისევ გაგვიჭირდება. ვნახეთ, როგორ იასპარეზა "ბრაიტონმა" "არსენალთან". თუმცა,
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ დაგვავიწყდება, აქ რომ წაგვეგო, "ლივერპულს" 10 ქულით ჩამოვრჩებოდით.

ბევრი "ლივერპულის" გაპირველებას ელოდა და ისინი მეცოდებიან".

ასევე დაგაინტერესებთ