"ენფილდზე" პრემიერლიგის თასის ასლს ჩაიტანენ, ორიგინალს კი - ბრაიტონში

AutoSharing Option
პრემიერლიგის ლიდერი "მანჩესტერ სიტი" უახლოეს მდევარს, "ლივერპულს" 1 ქულით უსწრებს და უკანასკნელ ტურში ორივე გუნდის თამაში ერთდროულად დაიწყება - 12 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე.

"ლივერპული" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს, ხოლო "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.

პრემიერლიგა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვისაა მზად და თადარიგიც დაიჭირა. "ტაიმსის" ცნობით, ბრაიტონის "აპაკსის" სტადიონზე პრემიერლიგის თასის ორიგინალს ჩაიტანენ, "ენფილდზე" კი - მის ასლს.

ეს იმითაა განპირობებული, რომ "მანჩესტერ სიტის" ოქროს მედლების მოპოვების მეტი შანსი აქვს. თუმცა, ვინ იცის...
მკითხველის კომენტარები / 5 /
პეპ გვარდის ვუსურვებთ, გაჩემპიონებას და ლივერების გამწარებას, ასევე ტოტემჰენს ჩლ-ს მოგებას.
!!!!!!!!
11:16 10-05-2019
10
სიტი! სიტი! სიტი!
[[[[[[[[[[[[
11:04 10-05-2019
6

სიახლეები პოპულარული