"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ადრე "ლივერპულში" თამაშობდა, "ბარსელონას" წინააღმდეგ მერსისაიდელების გამარჯვებას გამოეხმაურა.
"მე ძალიან გამიხარდა "ლივერპულის" მოგება. ხალხს აქვს უფლება, არ დამიჯეროს, მაგრამ ეს სიმართლეა. ჰენდერსონისა და ალეკსანდრ-არნოლდის მსგავსი ბიჭების ფინალში დანახვა მაბედნიერებს, მათი წარმატებით ძალიან გახარებული ვარ", - გადმოსცემს ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სიტყვებს Liverpool Echo.
სტერლინგი "ლივერპულში" 2012-დან 2015 წლამდე თამაშობდა და ამის შემდეგ გადავიდა "ქალაქელებში".
ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი პირველ ივნისს გაიმართება. ერთმანეთის წინააღმდეგ "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ითამაშებენ.