რაჰიმ სტერლინგი: ხალხმა შეიძლება არ დამიჯეროს, მაგრამ "ლივერპულის" წარმატებები მახარებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ადრე "ლივერპულში" თამაშობდა, "ბარსელონას" წინააღმდეგ მერსისაიდელების გამარჯვებას გამოეხმაურა.

"მე ძალიან გამიხარდა "ლივერპულის" მოგება. ხალხს აქვს უფლება, არ დამიჯეროს, მაგრამ ეს სიმართლეა. ჰენდერსონისა და ალეკსანდრ-არნოლდის მსგავსი ბიჭების ფინალში დანახვა მაბედნიერებს, მათი წარმატებით ძალიან გახარებული ვარ", - გადმოსცემს ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სიტყვებს Liverpool Echo.

სტერლინგი "ლივერპულში" 2012-დან 2015 წლამდე თამაშობდა და ამის შემდეგ გადავიდა "ქალაქელებში".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი პირველ ივნისს გაიმართება. ერთმანეთის წინააღმდეგ "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ითამაშებენ.

ასევე დაგაინტერესებთ