12 მაისს, პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "ბრაიტონს" 4:1 მოუგო და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
პრემიერლიგის თასის ორიგინალი უკანასკნელი ტურის წინ ბრაიტონში ჩაიტანეს, ასლი კი - "ენფილდზე" და არც შემცდარან. თავიდან "ბრაიტონი" დაწინაურდა და ადგილობრივი ფანები სკანდირებდნენ: "ლივერპული 1:0-ს იგებს". თუმცა შემდეგ "ქალაქელებმა" იმარჯვეს და ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმეს.
პეპ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში მერვედ გახდა ჩემპიონი, სულ კი 26 ტროფეი მოიპოვა.
ფალმერი. "ამერიკან ექსპრესი". 30 662 მაყურებელი
ბრაიტონი
- მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 1:0 მიურეი (27), 1:1 აგუერო (28), 1:2 ლაპორტე (38), 1:3 მარეზი (63), 1:4 გიუნდოგანი (72)
ლივერპული. "ენფილდი". 53 331 მაყურებელი
ლივერპული - ვულვერჰემპტონი 2:0
გოლი: მანე (17), 2:0 მანე (81)
ტოტენჰემი - ევერტონი 2:2
ბარნლი - არსენალი 1:3
კრისტალ პალასი ბორნმუთი 5:3
ფულჰემი - ნიუკასლი 0:4
ლესტერი - ჩელსი 0:0
მანჩესტერი - კარდიფი 0:2
საუთჰემპტონი - ჰადერსფილდი 1:1
უოტფორდი - ვესტ ჰემი 1:4
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას აგრეთვე ბრინჯაოსმედალოსანი "ჩელსი" და მეოთხე ადგილზე გასული "ტოტენჰემი" მიიღებენ, "არსენალი" და "მანჩესტერი" კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. თუმცა, "მეთოფეებს" ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აქვთ.