მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებს: ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში

AutoSharing Option
"ლივერპულის" ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა სეზონი შეაჯამა და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართება მადრიდში და "ლივერპული" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს, თუმცა სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. გულშემატკივრებო, ძალიან გთხოვთ, ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში" - დაწერა ეგვიპტელმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულმა" 97 ქულა დააგროვა, მაგრამ "სიტის" 1 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონი ვერ გახდა. მერსისაიდულმა გუნდმა დაამყარა ახალი რეკორდი და სეზონში ყველაზე მეტი
ქულის მქონე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. ადრე ეს სტატუსი მადრიდის "რეალს" ჰქონდა, რომელმაც 2009/10 წლებში 96 ქულა მოიპოვა, თუმცა ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა 99 ქულით.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ბარსა-ს!კარგი ნუ ვიდავებთ. მე ვცდილობ ობიექტური ვიყო არამარტო ფეხბურთში. გული მეც დამწყდა ბარსელონას გამოგდებაზე.მაგრამ რას იზამ ფეხბურთი ასეთია. ისე ბევრი ბარსას ბალელშიკები ტოტენჰემს ბალეშიკობენ გასაგები მიზეზების გამო. მე ლივერპულის მოგება მინდა. ფინალამდე))
დავით 67
17 მაისი 2019 17:50
1
დავით67-ო,. მესის ოქროს ბურთზე თანახმა ვარ! აი ლივერპულის ჩ,ლ-ს თასზე რა გითხრა.
ბარსა
19 მაისი 2019 20:44
3
მესის რა თქმა უნდა!. სალახი ვერ ქაჩავს. მოუარამ და ორიჯიმ ერთი თამაში ითამაშეს. ოქროს ბურთი მესის, თასი ლივერპულს!
დავით 67
19 მაისი 2019 08:43
0
ყველა გამოხმაურება
ვფიქრობ სიტი ღირსეული ჩემპიონია, პირად შეხვედრებში ლივერპულს მისთვის თამაში არ მოუგია ამ ჩემპიონატში, სახლში მერსისაიდელები სულაც მარცხს ძლივს გადაურჩნენ, მარეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, მანჩესტერში კი 1:2 დამარცხდნენ. 97 ქულა მართლაც არაა ცოტა პრემიერლიგაში, მაგრამ სიტიმ ხომ 98 დააგროვა. ლივეპრულს კი არ დაგვავიწყდეს ევერტონთან ბოლო წამებზე როგორი კურიოზული გოლით გაუმართლათ და ასევე ტოტენჰემთან. კლოპის ლივერპული შესანიშნავი გუნდია, მაგრამ გვარდიოლას სიტი კიდევ უკეთესი. შეძლებს სიტი მომავალ წელსაც დააგროვოს ამდენი ქულა? უფრო ალბათ კი. შეძლებს ლივერპული მომავალ ჩემპიონატშიც ამხელა ქულათა მარაგი აიღოს? სავარაუდოდ ალბათ არა.
პრემიერლიგას უკვე დაატყვეს ხელი ტოპ მწვრთნელებმა, გვარდიოლა, კლოპი, მაურიციო სარი, პოჩეტინო, უნაი ემერი. ერთი სოლსკიაერია ამოვარდნილი ამ ორკესტრიდან. მგონი იჩქარა "იუნაიტედმა" კონტრაქტის მასთან გაფორმება.
ირაკლი
14 მაისი 2019 13:59
3
1 ქულით ძლივს გასწრება 10 თავით მაღლა დგომას რომ ნიშნავს ეს მარტო ბარსას ასეთ ქომაგს შეუძლია დაასკვნას... ნუ ლივერპულს რომ ბარსელონათან თურმე მაგრად "გაუმართლა" ამაზე აღარაფერს ვამბობ :D:D
V
14 მაისი 2019 10:31
1
დავით 67-ო, მე როგორც ბარსას გულშემატკივარი, დემბელეს 100-პროცენტიან არ გატანილ გოლზე მწყდება გული. პირდაპირ ცარიელ კარში, რომ ვერ გაიტანა. რაც შეეხება სალაჰის 2-მეტრიდან აცილებულ ბურთს ნამდვილად კარგად დავინახე. ბარსას ქომაგობაზე ნამდვილად არ გჭირდება ნებართვის აღება, აქ არჩევის უფლება თავისუფალია (უბრალოდ სარკაზმით ნათქვამი არ არის მისაღები) ლივერპულის თამაშზე, რომ იძაღი არ უნდა ეთამაშაო, კი ბატონო უნდა ეთამაშა, ამაზე არ ვდაობ. ბოლოს: სიმარლე გითხრა მე ყველაზე ძალიან ბარსას თამაშებს განვიცდი, ამიტომ დანარჩენი გუნდები ჩემთვის მეორე ხარისხოვანები არიან. მე მგონი ყველა თავისი გუნდების მიმართაც ასე არიან!
ბარსა
17 მაისი 2019 12:53
1
ბარსა-ს!რა იყო რა გეწყინა? საწყენი რა ვთქვი? ტოტალიზატორი ჭირივით მეჯავრება და შენ დადიხარ მანდო რომ ამბობ ტაში დაგიკრა? ფეხბურთის არ ცოდნას კი არ გაბრალებ, მიკერძოებულობას და არაობიექტურ შეფასებაზე მიგითითებ (არა საწყენად) კიდევ გაიძახი ბარსას საგოლე მომენტებზე, კერძოდ დემბელეზე, სალაჰმა რომ 2 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი ეგეც კამპნოუზე, ეგ ვერ დაინახე? ბოლოს და ბოლოს ლივერპულს არ უნდა ეთამაშა? არ უნდა მოენდომებინა? მითუმეტეს ამ გუნდს ახასიათებს ბრძოლისუნარიანობა. 2005-ში თუ2006-ში ხომ ნახე მილანს რა უყო? პირველი ტაიმის 3-0--ს შემდეგ? მე ამით მომწონს ლივერპული,თორემ ბარსა რომ კლასით უფრო მაღლა დგას, ამაზე ვინ დავობს?
ქვედა კომენტარში კიდევ არ ვსაჭიროებთ ბარსას ქომაგობასო, ისედაც ბევრნი ვართო რომ მეუბნები, ეგ ვერ გავიგე. ვინმესგან ნებართვა მაქვს ასაღები?
დავით 67
17 მაისი 2019 04:08
0
ყველა გამოხმაურება
სიმართლეა მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ, ფინალის მერე დასკვნები.
ანრი
14 მაისი 2019 08:10
1
მოჰამედ ალაჰ! ძალიან ბევრი ხომ არ მოინდომე? ხო სულ დამავიწყდა გილოცავთ ლივე ინგლისის "ჩემპიონობას". გაიმარჯვა თქვენზე ათი თავით მაღლა მდგომმა გუნმა სიტიმ თანაც დამსახურებულად. ლივე ბარსასთან უბრალოდ გაგიმართლდათ, ბარსა თვითდაჯერებულობამ, რომ უკვე მოგებული ქონდათ ამით დაისაჯნენ.
barsa
13 მაისი 2019 17:05
51
დავით67-ო ნამდვილად არავინ გაძალებთ ბარსას ქომაგობას. ბარსას იმდენი ქომაგი და გულშემატკივარი ყავს, რომ არ ვსაჭიროებთ დახმარებას.
ბარსა
16 მაისი 2019 17:43
1
რატომ ვითომ,რა ვინმე მაძალებს ბარსას ქომაგობას თუ მოდაშია? ვარაუდებით ლაპარაკს მოეშვი!
დავით 67
15 მაისი 2019 06:55
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული