მარსელო ბიელსა: როდესაც "სიტის" თამაშებს ვუყურებ, თავს უცოდინრად ვგრძნობ

AutoSharing Option
"ლიდსის" მწვრთნელი მარსელო ბიელსა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მუშაობით აღფრთოვანებულია.

"გვარდიოლასადმი ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო, რადგან მისი გუნდები მუდამ ლამაზად თამაშობდნენ და ამის კოპირება შეუძლებელია.

ბევრი ამბობს, რომ ვერაფერს მიაღწევდა გვარდიოლა "ბარსელონაში" იმ ფეხბურთელების გარეშე. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კატალონიური გუნდის ფეხბურთელები უნიკალურები არიან. პეპს "ბაიერნშიც" კარგი მოთამაშეები ჰყავდა და "მანჩესტერ სიტიშიც" კარგები ჰყავს. თუმცა, მას თავისი სათამაშო სტილის შექმნა შეუძლია და ის გუნდში თავის ფეხბურთელებზე უფრო მნიშვნელოვანია.

არ ვამბობ, რომ ფეხბურთელებს არა აქვთ მნიშვნელობა. მე ხაზს ვუსვამ მწვრთნელის შემოქმედებით უნარს.
როდესაც "სიტის" თამაშებს ვუყურებ, თავს უცოდინრად ვგრძნობ. ეკრანზე საჯარიმოს წინ განლაგებულ 10 ფეხბურთელს ვხედავთ, "სიტის" ფეხბურთელები კი მოედანზე ბურთს აგორებენ და შეტევის შესაძლებლობას ეძებენ.

ყველაფერი აწყობილია. მინდა ეს გავიგო და გადავიღო, მაგრამ გვარდიოლას კოპირება შეუძლებელია", - ციტირებს ბიელსას Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ნამდვილად კარგად ათამაშებს გუნდებს ჩემპიონატში, მაგრამ ეს გუნდები როგორც ბაიერნი და სიტი თავის ქვეყნებში ყველაზე წინ დგანან ფინანსური შესაძლებლობებით, დე ბრუინი და სანე რომ შეუძლია სკამზე დასვას ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. თუმცა ეს სტილი სამწუხაროდ უკვე მერამდენე წელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც ვერ აღწევს მესის გარეშე.
V
14 მაისი 2019 10:42
0
მესი ხომ აღწევს გვარდიოლას გარეშე:)))
emigranti
15 მაისი 2019 02:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული