მარსელო ბიელსა: როდესაც "სიტის" თამაშებს ვუყურებ, თავს უცოდინრად ვგრძნობ

AutoSharing Option
"ლიდსის" მწვრთნელი მარსელო ბიელსა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მუშაობით აღფრთოვანებულია.

"გვარდიოლასადმი ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო, რადგან მისი გუნდები მუდამ ლამაზად თამაშობდნენ და ამის კოპირება შეუძლებელია.

ბევრი ამბობს, რომ ვერაფერს მიაღწევდა გვარდიოლა "ბარსელონაში" იმ ფეხბურთელების გარეშე. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კატალონიური გუნდის ფეხბურთელები უნიკალურები არიან. პეპს "ბაიერნშიც" კარგი მოთამაშეები ჰყავდა და "მანჩესტერ სიტიშიც" კარგები ჰყავს. თუმცა, მას თავისი სათამაშო სტილის შექმნა შეუძლია და ის გუნდში თავის ფეხბურთელებზე უფრო მნიშვნელოვანია.

არ ვამბობ, რომ ფეხბურთელებს არა აქვთ მნიშვნელობა. მე ხაზს ვუსვამ მწვრთნელის შემოქმედებით უნარს.
როდესაც "სიტის" თამაშებს ვუყურებ, თავს უცოდინრად ვგრძნობ. ეკრანზე საჯარიმოს წინ განლაგებულ 10 ფეხბურთელს ვხედავთ, "სიტის" ფეხბურთელები კი მოედანზე ბურთს აგორებენ და შეტევის შესაძლებლობას ეძებენ.

ყველაფერი აწყობილია. მინდა ეს გავიგო და გადავიღო, მაგრამ გვარდიოლას კოპირება შეუძლებელია", - ციტირებს ბიელსას Goal-ი.

ასევე დაგაინტერესებთ