ძველი მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 15 მაისს ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალისტების ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. გუშინ "დერბი ქაუნთიმ" "ლიდს იუნაიტედს" გასვლაზე მოუგო და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ის ითამაშებს. პლეი-ოფის ფინალი "უემბლიზე" 27 მაისს გაიამართება.

საინტერესო ის ფაქტი გახლავთ, რომ "ასტონ ვილას" სამწვრთნელო შტაბის წევრი ჯონ ტერი არის, ხოლო "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია. "ჩელსის" ორი ლეგენდა, რომლებსაც ერთმანეთის მხარდამხარ 100-ობით თამაში ჩაუტარებიათ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იქნება. ნაცნობი მეგობრების დაპირისპირება თავისებურ ხიბლს მატებს გადამწყვეტ თამაშს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომან აბრამოვიჩმა, ევროპა ლიგის ფინალის შედეგის
მიუხედავად, მაურისიო სარის გაშვება გადაწყვიტა. ამის ფონზე, კი ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა "ჩელსი" სწორედ ფრენკ ლამპარდმა ჩაიბაროს. ჩემპიონშიფის საფეხბურთო კულტურაზე დაყრდნობით, ფავორიტის დასახელება ძნელია, ამ ეტაპზე გუნდებს სრულად თანაბარი შანსები აქვთ. თუმცა ზემოთ აღნიშნული ხმების გათვალისწინებით, პლეი-ოფის ფინალი ლამპარდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩანს.

alt"მანჩესტერ სიტის" ლეგიონერები ტკბილეულმა დააბნია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული