Hurriyet: იოზილმა ემერის უთხრა, რომ მწვრთნელი არაა

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი გუნდის მწვრთნელის, უნაი ემერის მისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და ამას დელიკატურად როდი გამოხატავს.

Hurriyet-ის ცნობით, ბაქოში "ჩელსისთან" ევროპა ლიგის ფინალური მატჩის 78-ე წუთზე, როდესაც შეცვალა, ემერის უთხრა:"შენ მწვრთნელი არ ხარ".

ადრეც არაერთხელ დაიწერა, რომ მათ რთული ურთიერთობა აქვთ და უნაი იშვიათად აყენებდა მესუთს ძირითად შემადგენლობაში.

გასულ სეზონში პრემიერლიგაში იოზილმა 24 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.