არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო პატიმრობამოხდილი ჯონსონი სტუდენტურ ბარში გამოთვრა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადამ ჯონსონი 2019 წლის მარტში გამოვიდა ციხიდან. ის საპატიმროში არასრულწლოვან გოგონასთან სექსის გამო ჩასვეს.

ახლა კი, ციხიდან გამოსული ჯონსონი პოპულარულ სტუდენტურ ბარში მივიდა, უცნობებთან საუბარში დიდი დრო გაატარა და ალკოჰოლის დიდი დოზაც მიირთვა.

ადამმა ალკოჰოლიან ჭიქასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობა დაიჭირა და ბოლოს ბარიდან გამოსატანი გახდა.

არც მეტი, არ ნაკლები, ყოფილმა სპორტსმენმა კოჭიც კი იტკინა შენობიდან "გამოსვლისას".

მისმა თანხლებმა პირებმა მაქსიმალურად სწრაფად ჩასვეს მანქანაში, თუმცა ფოტოები მთელ ინტერნეტს მოედო.