გამართლებაც ამას ჰქვია - "ეიბარის" 35 წლის მეკარეს "მანჩესტერ სიტი" აიყვანს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ეიბარის" 35 წლის მეკარეს, ასერ რიესგოს "მანჩესტერ სიტი" გაუფორმებს კონტრაქტს.

რიესგოს "ქალაქელები" ერთსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ, შემდეგ კი ამ გუნდის მეკარეების მწვრთნელად იმუშავებს. "სიტიში" ასერი მესამე კიპერი იქნება.

რიესგოს ხელფასს გაუორმაგებენ, ტრანსფერში კი გადამწყვეტი როლი "სიტის" გოლკიპერთა მწვრთნელმა ასერ მანჩისიდორმა ითამაშა, რომლის ხელმძღვანელობითაც "სოსიედადში" ასპარეზობდა.

ლა ლიგაში გასულ სეზონში რიესგომ 14 მატჩში 20 გოლი გაუშვა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გამართლებაა, გახეხავს სკამს
irakli
08:27 21-06-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული