პეტრ ჩეხი "ჩელსის" ტექნიკურ მრჩევლად დაინიშნა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი მეკარე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსისთან" მარცხის (0:2) შემდეგ დაასრულა, "არისტოკრატებში" დასაქმდა - ამის შესახებ ლონდონელთა ვებგვერდი იუწყება.

ჩეხი ფეხბურთელი ტექნიკური მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

"მიხარია, რომ "ჩელსიში" დაბრუნების საშუალება მომეცა და შემიძლია კლუბს დავეხმარო, გააგრძელოს წარმატებული სვლა, რომელიც ბოლო 15 წელია გრძელდება. ახალ გამოწვევებს მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, მთელ ჩემს საფეხბურთო ცოდნასა და გამოცდილებას "ჩელსის" წარმატებას მოვახმარ", - განაცხადა ჩეხმა.

ვეტერანი მეკარე ლონდონის "ჩელსის" ღირსებას 2004-15 წლებში იცავდა, შემდეგ კი თანაქალაქელ "არსენალში"
გადაბარგდა, სადაც 4 სეზონი გაატარა.

"არისტოკრატებთან" ერთად მან 15 ტიტული მოიგო, მათ შორის, 4-ჯერ პრემიერლიგის, თითო-თითოჯერ კი ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული