გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა ეს ამბავი გერმანულ კლუბს რამდენიმე კვირის წინ ამცნო. "რეკორდმაისტერი" მზად იყო, ტრანსფერში საკმაო თანხა გადაეხადა, მაგრამ სანემ უარი განაცხადა.
სანეს "ბიერნში" გადაბარგება 2016 წელს სურდა, მაგრამ მიუნხენურმა კლუბმა უარით გაისტუმრა და ეს მას დღემდე მწარედ ახსოვს.
მაშინ "სიტიმ" ლეროი "შალკესგან" 50.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
გასულ სეზონში 23 წლის სანემ პრემიერლიგის 31 მატჩში (21 ძირითად შემადგენლობაში) 10 გოლი და 10 საგოლე
გადაცემა მიითვალა, კონტრაქტით კი "ქალაქელებთან" 2021 წლის ზაფხულამდე არის დაკავშირებული.