"ბარსელონამ" ნახევარმცველი 25 მილიონ ევროდ გაყიდა

AutoSharing Option
"ევერტონმა" "ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში, რომელმაც გასული სეზონი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გაატარა, გამოისყიდა.

ტრანსფერის ღირებულებამ 25 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში გომეშმა პრემიერლიგაში 27 შეხვედრა გამართა, სადაც თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა "ბარსელონაში" 2 სეზონი გაატარა. მან კლუბთან ერთად 4 ტიტული მოიგო.

altსილესენი უკვე ვალენსიაშია - რას მიიღებს "ბარსელონა" სანაცვლოდ?