"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგენდა დატოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა გუნდს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

"მომავალი სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება "მანჩესტერ სიტიში". კლუბში გატარებული 10 წელი საკმარისი იქნება. თან, წასვლისთვის შესაბამისი დროა. კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა მე 1-წლიან შეთანხმებაზე მოვაწერე ხელი, რათა აქ ზუსტად 10 წელი გავატარო.

ეს დაასრულებს ციკლს. ეს ლამაზი, მრგვალი რიცხვია. არა მგონია, ოდესმე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვითამაშო. 10 წელი ისედაც საკმარისია", - გადმოსცემს 33 წლის ესპანელის სიტყვებს Daily Mail-ი.

სილვა "მანჩესტერ სიტიში" 2010 წელს გადავიდა "ვალენსიადან". "ქალაქელებთან" ერთად 4-ჯერ
მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ხოლო 2-2 ჯერ ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი. "სიტის" შემადგენლობაში სულ 395 შეხვედრა ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული