პოლ პოგბას წასვლა სურს, მაგრამ "იუნაიტედს" საზაფხულო ტურში მიჰყვება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" საზაფხულო ტურზე ავსტრალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში მიემგზავრება, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კი პოგბა წინასასეზონო შემადგენლობაში შეიყვანა.

ორი დღის წინ, 5 ივლისს, პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ მიანიშნა, რომ მის კლიენტს მანჩესტერის დატოვება სურს.

ამის შესახებ მინიშნება თავად ფრანგმაც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევის მისაღებად კარგი დრო დადგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ავსტრალიაში ორ შეხვედრას გამართავს, შემდეგ სინგაპურში მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება, ბოლოს კი შანხაიში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს.

alt"რეალმა" "მანჩესტერს" პოლ პოგბაში 80 მილიონი, პლუს ისკო ან ბეილი შესთავაზა

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ