"ვულვზი" "მილანის" თავდამსხმელს იმატებს

AutoSharing Option
ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, "ვულვზი" ძალიან მალე "მილანის" ფეხბურთელის, პატრიკ კუტრონეს ტრანსფერს გამოაცხადებს.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბი 16 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რომელიც შესაძლოა 20 მილიონამდე გაიზარდოს.

პატრიკ კუტრონე "ვულვზთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

"ვულვერჰემპტონმა" პრემიერლიგის გასული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. იტალიელი თავდამსხმელი ინგლისელების მეორე დანამატი იქნება - "ვულვზმა" მადრიდის "რეალიდან" ხესუს ვალიეხო ერთი წლით ინათხოვრა.

პატრიკ კუტრონემ სერია A-ს გასულ სეზონში 34 შეხვედრა გამართა, სადაც 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მან "მილანში" კრიშტოფ
პიონტეკის მოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

alt"რეალის" მცველი კარიერას პრემიერლიგაში აგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული