"ლივერპულმა" ტიტულებით "მანჩესტერ იუნაიტედს" გაასწრო

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ევროპის სუპერთასის მოგებით 46-ე დიდი ტიტული მოიპოვა და ამ მხრივ „მანჩესტერ იუნაიტედს" გადაასწრო, რომელსაც 45 საამაყო ჯილდო აქვს მოგებული.

„მანჩესტერი" 20-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ქვეყნის თასი 12-ჯერ მოიგო, ლიგის თასი - 5-ჯერ, ევროპის ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, თასების თასი და უეფას სუპერთასი.

„ლივერპულის" ანგარიშზე კი ინგლისის 18 ჩემპიონობა, ინგლისის 7 თასი, 8 ლიგის თასი, 4 ჩემპიონთა თასი და 2 ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ მოგებული უეფას თასი და 4-ჯერ მოგებული უეფას სუპერთასია.

აღსანიშნავია, რომ 45 თასიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა" 28 სერ
ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის დროს მოიგო.


alt"ლივერპულმა" ევროპის სუპერთასზე "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

alt"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრენკ ლამპარდს "ჩელსიში" დებიუტი ჩაუმწარა [VIDEO]