გვარდიოლასა და აგუეროს ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის ფრედ დამთავრებული შეხვედრის დროს ხოსეპ გვარდიოლასა და სერხიო აგუეროს შორის კონფლიქტი მოხდა. მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელი ფორვარდი 66-ე წუთზე შეცვალა და სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალი აგუერო და პეპი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომ არა მიკელ არტეტა შეიძლება ჩხუბამდე მისულიყო საქმე.

"სერხიოს ეგონა, რომ გაშვებულ გოლში მას ვადანაშაულებდი და ამიტომ შევცვალე. ის იმედგაცრუებული იყო და მე მისი მესმის. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ამ სპორტში ძალიან ბევრი ემოციაა. ჩვენ მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და კუნმა იცის,
თუ როგორ ძალიან მიყვარს ის,"- განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

შემდეგი შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე, "ბორნმუთის" წინააღმდეგ ელის. სერხიო აგუერომ კი პრემიერლიგის განვლილ 2 ტურში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული