ფრენკ ლამპარდის სეზონის მძიმე დასაწყისი - "ჩელსიმ" კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "ლესტერს" 1:1 დაუზავდა.

დებიუტში მასპინძლები ახლახან "დერბიდან" გადაყვანილმა 20 წლის ნახევარმცველმა მაუნტიმ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი საპასუხო გოლი ნდიდიმ გაიტანა.

"ჩელსი" პირველ ტურში 0:4 "მანჩესტერთან" განადგურდა, შემდეგ კი ევროპის სუპერთასზე პენალტების სერიაში "ლივერპულთან" დამარცხდა. ასე რომ, ლამპარდის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" ახალ სეზონში წარმატებული სტარტი ვერ აიღო.

ნამატჩევს ლამპარდმა აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში 3 გოლი უნდა გაეტანათ და მეტოქისთვის საქმე მოეთავებინათ, თავად არიან დამნაშავენი და მომენტების რეალიზაციის გამოსწორება მართებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული