ოღონდ შენ წადი! - "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, მარკოს როხოს წასვლაში გადაუხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარკოს როხოს გაშვებას აპირებს, - იუწყება ბრიტანული მედია.

Metro-ს ინფორმაციით, არგენტინელ მცველს "ევერტონში" შეეძლო გადასვლა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. "მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდში როხოს ყოფნა არ სურს და მისი იმედი არ აქვს. ამასთან ერთად, როხო კვირაში ხელფასის სახით 130 ათას ფუნტს იღებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბი მზადაა, ფეხბურთელს დარჩენილი ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუხადოს, ოღონდ ის წავიდეს.

როხოთი ადრე ესპანური და იტალიური კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" იჯარა არ აწყობდა და მხოლოდ ტრანსფერი სურდა.

29 წლის როხომ გასულ სეზონში "იუნაიტედის" მაისურით
ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული