"მანჩესტერ იუნაიტედს" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 5 კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ლუკ შოუ მინიმუმ 5 კვირა ვერ ითამაშებს, - იტყობინება The Guardian-ი.

შოუ "წითელი ეშმაკების" 4 შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

შოუმ მუხლი "კრისტალ პალასთან" (1:2) პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩში დაიზიანა.

დიდი ალბათობით, ძირითადში მას ეშლი იანგი შეცვლის. ასევე შესაძლებელია მარკოს როხოს ხილვა ან - სოლსკიაერმა 18 წლის ანხელ გომესი გამოიყენოს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 6 ოქტომბერს "ნიუკასლთან" მატჩისთვის დაბრუნდება.
ასევე დაგაინტერესებთ