დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
მეკარე დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, დე ხეას სეზონური ხელფასი 17 მილიონ ევრომდე გაუზარდეს და პოლ პოგბასთან ერთად გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

მან თქვა, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ "იუნაიტედში" 350 მატჩზე მეტს ჩაატარებდა, თავს ბედნიერად გრძნობს და მისი მომავალი გარკვეულია.

დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წელს გადავიდა, კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, თავის ამჟამინდელ გუნდში კი 366 მატჩში 377 გოლი გაუშვა.