კრიშტიანო რონალდო: ვაფასებ ყველაფერს, რაც "არსენალმა" ჩემთვის გააკეთა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ლონდონის "არსენალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა. ეს ამბავი 2003 წელს მოხდა.

"არსენალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი მაკლდა. ეს არ მოხდა, მაგრამ ვაფასებ, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებდნენ. განსაკუთრებით, არსენ ვენგერი. ეს ფეხბურთია და არასდროს იცი, რა მოხდება", - თქვა რონალდომ Marca-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს რონალდო ლისაბონის "სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. პორტუგალიელის ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 19 მლნ ევრო დაუჯდათ. "მანჩესტერ იუნაიტედში" რონალდომ 292 მატჩი ითამაშა და 118 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში რონალდომ საკლუბო დონეზე 3 შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. რონალდოს კონტრაქტი ტურინის "იუვენტუსთან" 2022 წლამდე მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ