"ლივერპულის" ექვსიდან ექვსი გამარჯვება - "ჩელსიც" დამარცხებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-6 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ჩელსის".

სტუმრებმა პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყეს ბურთი კარში, ორივე გაიტანეს, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

"ლივერპული" 18 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" კვლავ 5 ქულით უსწრებს და 28 სექტემბერს, სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ტოპ 5-ის ლიგებში 100%-იანი შედეგი მხოლოდ "ლივერპულს" და "ინტერს" აქვთ.

"ლივერპულმა" ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონატის ექვსივე სასტარტო შეხვედრა, რაც რეკორდია და ამას გარდა, პირველობაზე მიჯრით მეთხუთმეტე გამარჯვება იზეიმა.

ზედიზედ 15 მატჩში ერთმა გუნდმა 15
მატჩში ბოლოს 1959 წელს გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ლიდერი "მანჩესტერია", რომელმაც 22 შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 638 მაყურებელი
ჩელსი - ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ალეკსანდერ-არნოლდი (14), 0:2 ფირმინო (30), 1:2 კანტე (71)
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმას რატომ არ წერთრომ ზედიზედ 15მატჩის მოგება პრემიერ ლიგის რეკორდია... აქამდე არსენალს ეკუჸცნოდა 14მოგება და მგონი ჩელსმაც მოიგო 14თამაში... ახლა უკვეეს რეკორდი ლივერპულისააა
milanissisxlgadasxmuli
23 სექტემბერი 2019 01:40
1
Gaigdet Wixlqvesh
Egre.
23 სექტემბერი 2019 00:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული