რატომ დაშორდა ვენგერი ცოლს? - მან "არსენალის" გამო პირობა დაარღვია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ცოლს, სავარაუდოდ, ინგლისური კლუბის გამო დაშორდა.

ვენგერმა 90-იანების შუაში ყოფილ კალათბურთელ ენი ბროსტერჰაუსთან დაიწყო ურთიერთობა.

წყვილი 2010 წელს დაქორწინდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ დაშორდა. არსენს და ენის ქალიშვილი ლეა ჰყავთ.

საინტერესოა, რომ ვენგერისა და ენის დაშორების მიზეზი "არსენალი" გახდა. სანამ ფრანგი სპეციალისტი ინგლისურ კლუბს ჩაიბარებდა, მან ენის პირობა მისცა, რომ 5 სეზონის შემდეგ "არსენალს" დატოვებდა, თუმცა თავისი პირობა დაარღვია და "მეთოფეებს" 17 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული