ლორის კარიუსი: შესაძლოა ისევ ვითამაშო "ლივერპულში", ვნახოთ...

AutoSharing Option
მეკარე ლორის კარიუსმა, რომელიც იჯარის წესით "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავს, არ გამორიცხა, რომ ის ითამაშოს "ლივერპულში".

"ახლა სეზონის ბოლომდე იჯარაში ვარ, მერე კი ვნახოთ დავრუნდები "ლივერპულში" თუ ინგლისისა ან გერმანიის სხვა კლუბში გადავალ. ახლა აქ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

"ბეშიქთაში" მომწონს. როცა ინგლისში თამაშობ ყურადღების ცეტრში ხარ, ხოლო "ბეშიქთაში" კარგი კლუბია, მაგრამ ზოგჯერ პრობემებიც არის. გასულ წელს ყველაფერი წესრიგში არ იყო, მაგრამ საერთო ჯამში კარგი სეზონი იყო.

ინგლისის პრემიერლიგა საუკეთესო ჩემპიონატია და მერ ჯერ კიდევ მაქვს "ლივერპულთან" კონტრაქტი. შესაძლოა ისევ ვითამაშო "ლივერპულში",
ვნახოთ. ახლა რთულია თქმა.

თუ ეს "ლივერპული" არ იქნება, დარწმუნებული ვარ ეს ღირსეული კლუბი იქნება, ამიტომ არ ვდარდობ.

რაც შეეხება ფინალში გაშვებულ გოლებს, ამაზე აღარ ვფიქრობ. ეს დიდი ხნის წინ იყო, თითქმის ორი სეზონი გავიდა. მაშინ ბევრი გარემოება იყო: სერიოზული ტრავმა მივიღე, ამაზე არავინ საუბრობდა. ადამიანებს შეუძლიათ, რაც უნდა ის ილაპარაკონ, ეს აღარ მადარდებს", - თქვა კარიუსმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული