ვირჯილ ვან დეიკი: ჩვენს მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და არა "მანჩესტერ სიტიზე"

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" მოპოვებულ 8-ქულიან ფორაზე ისაუბრა.

"ჩემპიონატზე ქულადაუკარგავად მივდივართ, თუმცა თამაში ყოველთვის გასაუმჯობესებელია. ჩვენს მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და არა "მანჩესტერ სიტისთან" ქულათა სხვაობაზე.

დეკემბერსა და იანვარში დაძაბული გრაფიკი გვაქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, "სიტის" "ვულვერჰემპტონთან" წაგებას არ ველოდი. ყველასთვის ცხადი იყო, რომ მძიმე ბრძოლა მოუწევდათ, მაგრამ სახლში ერთი გოლი მაინც ყოველთვის გააქვთ.

"ვულვერჰემპტონმა" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თუმცა "სიტი" ამ დამარცხებისგან გამოერკვევა და ბრძოლას განაგრძობს", - ციტირებს
ვან დეიკს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვირზილ ვან დეიკ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული