მთავარმა სპონსორმა, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი აღარ გააგრძელოს

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, ამერიკული კონცერნი General Motors-ი, თავისი შვილობილი კომპანია Chevrolet-ის შემთხვევაში, თვლის, რომ ზედმეტად ბევრი გადაუხადეს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ახალი სპონსორული კონტრაქტის გაფორმების შანსებმაც დაიკლო.

"წითლებთან" Chevrolet-ს 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მანჩესტერულ კლუბს ჯამში 450 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ "შევროლეს" ბოსმა 2012 წელს ამ კონტრაქტის გაფორმებიდან ძალიან მალე დატოვა პოსტი.

გარდა ამისა, კონცერნს არ აკმაყოფილებს კლუბის ამჟამინდელი შედეგები. თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მიიჩნევენ, რომ კლუბი კომერციულად ისეთივე მიმზიდველია, როგორც ადრე. ინგლისის პრემიერლიგის განვილი 8 ტურის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედი" 8 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული