ჯეიმს მედისონი "სამკურნალოდ" ნაკრებიდან კაზინოში წავიდა

AutoSharing Option
"ლესტერის" ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი სკანდალში გაეხვა, - იტყობინება "სანი".

ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრები ავადმყოფობის გამო დატოვა და მკურნალობის ნაცვლად კაზინოში წავიდა.

ეს სურათი მედისონს მაშინ გადაუღეს, როდესაც "სამი ლომი" ჩეხეთს ეთამაშებოდა, თავად კი პოკერით იქცევდა თავს.

ჩეხეთთან ინგლისი 1:2 დამარცხდა და ჯერ ფინალური ეტაპის საგზური არ მოუპოვებია, ხოლო ეროვნულ გუნდში მედისონის დებიუტი გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ