ტომას მიულერი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, ტომას მიულერს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს გადასვლა.

გერმანელი ამის გაკეთებას უკვე ზამთარში გეგმავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი უკვე დაეკონტაქტა "მანჩესტერ იუნაიტედს" ტრანსფერის განხილვასთან დაკავშირებით.

ადრე მიულერი ამბობდა, რომ მას არ აკმაყოფილებს "ბაიერნში" მისი ამჟამინდელი როლი, სადაც ფეხბურთელმა ძირითადში ადგილი დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ ადრე "იუნაიტედი" გერმანელის მიმართ ინტერესს იჩენდა და რადგან იანვარში შემადგენლობის განახლებას გეგმავს, არაა გამორციხული, მიულერი შეიძინოს.