The Telegraph: ობამეიანგმა ლონდონის "არსენალს" ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "არსენალის" დატოვებით იმუქრება, - იტყობინება The Telegraph-ი.

გამოცემის ინფორმაციით, გაბონელი უკმაყოფილოა, რომ "მეთოფეები" უკვე რამდენიმე წელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გადის.

თუ მიმდინარე სეზონის საბოლოო შედეგების მიხედვით გუნდი კვლავ ვერ გავა ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირზე, მაშინ ფეხბურთელი მის ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

ობამეიანგი "არსენალში" 2018 წლის იანვრიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 49 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა 77 მატჩში.

ამ დროისთვის უნაი ემერი 10 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული