"არსენალის" გულშემატკივრები გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არიან, განსაკუთრებით, "კრისტალ პალასთან" მატჩის შედეგით - 2:2.
"დეილი მეილის" ცნობით, იმ შეხვედრის შემდეგ "მეთოფეთა" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი "ლამბორჯინით" სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ საცობში გაიჭედა, სადაც ფანებმა იცნეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
"2 ათას ფუნტს სეზონურ აბონემენტში იმისათვის ვიხდით, რათა ამ განავალს ვუყუროთ. წადი შენი...", - უყვიროდნენ ქომაგები.
შეგახსენებთ, "კრისტალ პალასთან" მატჩისას "არსენალის" კაპიტანი გრანიტ ჯაკა შეცვალეს და მან მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა.
გრანიტ ჯაკამ მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა
The Telegraph: ობამეიანგმა ლონდონის "არსენალს" ულტიმატუმი წაუყენა