ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის ყველა სპორტის სახეობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა წელიწადში ხელფასის სახით 20 მლნ ფუნტს იღებს, - იტყობინება The Sun-ი.

წყაროს ცნობით, 48 წლის ესპანელი ინგლისის ყველა სპორტის სახეობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია.

რეიტინგში მეორე ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც წელიწადში 8.5 მლნ ფუნტი აქვს.

მესამე ოლე გუნარ სოლსკიაერია (მანჩესტერ იუნაიტედი), რომელიც 7.5 მლნ ფუნტს იღებს.

მეხუთე ადგილებს იურგენ კლოპი (ლივერპული) და ფორმულას 1-ის "მერსედესის" აღმასრულებელი დირექტორი ტოტო ვოლფი იყოფენ, რომლებსაც წელიწადში 7 მლნ ფუნტი აქვთ.
ასევე დაგაინტერესებთ