"ლესტერმა" მოიგო და მესამე ადგილზეა - "ტოტენჰემმა" გამარჯვება ხელიდან 96-ე წუთზე გაუშვა

AutoSharing Option
3 ნოემბერს პრემიერლიგის მე-11 ტურის დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა.

"ლესტერმა" სტუმრად 2:0 მოუგო "კრისტალ პალასს" და 23 ქულით მესამე პოზიციაზეა.

სხვათა შორის, 2015/16 წლების საჩემპიონო სეზონში "მელიებს" 11 ტურის შემდეგ 22 ქულა ჰქონდა.

ჯეიმი ვარდიმ ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 10 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

რაც ბრენდან როჯერსი ჩაუდგა სათავეში, "ლესტერმა" 12 შეხვედრაში იმარჯვა - ამ პერიოდში უფრო მეტი გამარჯვება მხოლოდ "ლივერპულმა" (19) და "მანჩესტერ სიტიმ" (17) მოიპოვეს.

ლონდონი. "სელჰერსტ პარკი". 25 480 მაყურებელი
კრისტალ პალასი - ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 სეიუნჯიუ
(57), 0:2 ვარდი (88)

"ტოტენჰემი" გასვლაზე 1:0-ს უგებდა "ევერტონს", 79-ე წუთზე სონის პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, კომპენსირებულ დროში კი საპასუხო გოლთან ერთად გამარჯვებაც ხელიდან გაუშვა.

მაურიციო პოჩეტინოს გუნდს ჩემპიონატზე სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ უზეიმია.

ლივერპული. "გუდისონ პარკი".
ევერტონი - ტოტენჰემი 1:1
გოლები: 0:1 ალი (63), 1:1 ტოსუნი (90+7)
გაძევება: სონი (79)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული