სრული აბსურდი: 17 დეკემბერს "ლივერპულმა" ინგლისში უნდა ითამაშოს, 18-ში - ყატარში

AutoSharing Option
გუშინ, 5 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალური შეხვედრა "ასტონ ვილასა" და "ლივერპულს" შორის 17 დეკემბერს, ბირმინგემში გაიმართება.

უცნაური ის გახლავთ, რომ მეორე დღეს, 18 დეკემბერს, "ლივერპულმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს ყატარში, ბირმინგემიდან დოჰამდე კი 5367 კილომეტრია.

ლივერპულში მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს: ამ მატჩებში 2 სხვადასხვა შემადგენლობა ითამაშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.

საერთოდ კი, "ლივერპულს" სუპერდატვირთული დეკემბერი ელის. მერსისაიდულ კლუბს წელიწადის ბოლოს თვეში 9 შეხვედრის გამართვა უწევს და ამას გრძელი მოგზაურობა ემატება.




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული