"ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გადააყენეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" უხეირო ასპარეზობის გამო მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო სამუშაოდან დაითხოვეს.

პოჩეტინოსთან ერთად გუნდი მისმა თანაშემწეებმაც დატოვეს. კლუბის პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ განაცხადა, რომ მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს.

პოჩეტინომ "ტოტენჰემი" 2014 წელს ჩაიბარა (იქამდე "ესპანიოლსა" და "საუთჰემპტონში" მუშაობდა) და გასულ სეზონში, კლუბის ისტორიაში პირველად, მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" 0:2 წააგო.

"დეზები" 14 ტურის შემდეგ პრემიერლიგაზე 14 ქულით მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოველთვის ვიცოდი რა რეგვენიც იყო ეს ლევი და ამიტომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას
კარგი ბიზნესმენი რო ავტომატურად კარგ მმართველს არ ნიშნავს, ამ მაგალითის საძებნელად ქართველებს შორს წასვლა არ გვჭირდება :)
დაემშვიდობოს ტოტენჰემი ოთხეულებს და ჩემპიონთა ლიგებს

p.s. პოჩეტინო და არა პოჩეტინიო
3
ახლა დაერხა ამათ, რამდენი წელია ნორმალური ფეხბურთეი არ უყიდეს, ერიქსენთან კონტრაქტი ვერ გაგრძელეს, პლიუს ტრამვები და შედეგი ცალსახა იყო, პოჩეტინო იშოვის სამსახურს კარგი მწვრთნელია აი მარინო რას უზამს ტოტენჰემს მაგას ვნახავთ
იმერელი
12:49 20-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული