გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილის (რეალი) და უგუნდოდ მყოფი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას შეეცდება.
El Chiringuito TV-ის ცნობით, ბეილი "დეზებში" არ დაბრუნდება, თვე-ნახევრის შემდეგ "რეალში" პირველად ივარჯიშა და მომავალი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.
რაც შეეხება ახლახან "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" აბარგებულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ის მოურინიოს ხელმძღვანელობით "ინტერსა" და "მანჩესტერში" თამაშობდა და სავარაუდოდ, ისევ მიიწვევს. თუმცა, თავად იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელება უფრო იტალიაში უნდა.