"ტოტენჰემმა" მოურინიოს სადებიუტო მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-13 ტურში "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემი" 3:2 დაამარცხა.

"ტოტენჰემმა" ახალი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და 28 სექტემბრის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვა. უკანასკნელად ამ გუნდს სტუმრად შეხვედრა 10 თვის წინ ჰქონდა მოგებული - 20 იანვარს "ფულჰემთან" 2:1.

"ტოტენჰემი" 17 ქულით ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა და 30 ნოემბერს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.

თავდამსხმელმა ჰარი კეინმა "დეზებში" 175-ე გოლი გაიტანა და მის ისტორიაში მესამე ბომბარდირია - უფრო მეტი მხოლოდ ბობი სმიტს (208) და ჯიმი გრივზს (226) აქვთ გატანილი.

წელს ყველა ტურნირზე
გატანილი 19 გოლით გუნდის ბომბარდირი ჰინ-მინ სონია, კეინის ანგარიშზე კი 18 გოლია.

ლონდონი. "ლონდონ სტადიუმი". 59 930 მაყურებელი
ვესტ ჰემი - ტოტენჰემი 2:3
გოლები: 0:1 სონი (36), 0:2 ლუკას მოურა (43), 0:3 კეინი (49), 1:3 ანტონიო (73), 2:3 ოგბონა (90+6)